Monday, May 17, 2010

პროექტი: ,,უკეთ გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა“

პრობლემა: მოსწავლეებს არ აქვთ ნანახი საქართველოს ისტორიული ძეგლები, ნაკლებად იციან მათი ისტორია.
მიზანი: მოსწავლეებისათვის ისტორიული ძეგლების გაცნობა–შესწავლა, მათში სამშობლოს წარსულისადმი პატივისცემისა და პატრიოტიზმის გრძნობის გაზრდა.
მიზნობრივი ჯგუფი: VI (სადამრიგებლო) კლასი, მშობლები, მასწავლებლები.
დრო: მრავალწლიანი პროექტი (ერთი სასწავლო წლის მანძილზე მინიმუმ ერთი ისტორიული ძეგლის შესწავლა)
ამოცანა:
v მოსწავლეებმა შეძლონ ICT-ის დახმარებით ინფორმაციის მოძიება ისტორიული ძეგლის შესახებ
v მოსწავლეებმა შეძლონ მოძიებული მასალის დამუშავება
v მოსწავლეებმა ნახონ (დაათვალიერონ) საკუთარი ქვეყნის ისტორიული ძეგლები
v მოსწავლეებმა უკეთ ისწავლონ საქართველოს ისტორია
v მოსწავლეებმა ICT-ის დახმარებით შეძლონ პრეზენტაციის გაკეთება
v კლასის ცხოვრებაში მშობლების ჩართვა
მოსალოდნელი შედეგები:
v უკეთ გავეცნობი მოსწავლეთა შესაძლებლობებს
v მოსწავლეები შეძლებენ ICT-ის გამოყენებას
v მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებას
v მოსწავლეები ნახავენ ისტორიულ ძეგლებს
v მოსწავლეები შეძლებენ პრეზენტაციის გაკეთებას
v მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარ–ჩვევები
ღონისძიება:
v მოსწავლეებს მივცემ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია რომელიმე კონკრეტული ისტორიული ძეგლის შესახებ
v დავუკავშირდები მშობლებს ექსკურსიის ორგანიზების შესახებ
v წავალთ ექსკურსიაზე
v მოძიებული მასალისა და გადაღებული ფოტოების საშუალებით მოსწავლეებს დავეხმარები პრეზენტაციის გაკეთებაში
v მოვიწვევთ მშობლებსა და მასწავლებლებს, სადაც ბავშვები წაიკითხავენ ნამუშევარს მოცემული ისტორიული ძეგლის შესახებ და ICT-ის საშუალებით წარმოადგენენ თავიანთ გაკეთებულ პრეზენტაციას
პროექტის ხელმძღვანელი: ირინა ლომიძე

No comments:

Post a Comment